ავტორიზაცია

განახლებული: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში?

განახლებული: რომელ ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში?
თარიღი 27 მარ 2024, 12:32
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ისტორია დაწერა.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 21.31 კოეფიციენტი დაემატა.

ვილი სანიოლის გუნდი 1,333.76 კოეფიცინეტით ფიფას რეიტინგში 77-დან 75-ე ადგილზე დაწინაურდა.