ავტორიზაცია

გარდაიცვალა 1990 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი

გარდაიცვალა 1990 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი
თარიღი 18 Sep 2024, 13:50
დღეს გამთენიისას ქალაქ პალერმოში 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, სალვატორე სკილაჩი. 1990 წლის მუნდიალის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი. სკილაჩი კარიერის მანძილზე, მესინას, იუვენტუსის და ინტერის ღირსებას იცავდა, კარიერის მიწურულ თავისი ძალები იაპონიაშიც მოსინჯა. 

სკილაჩიმ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც მისი ნაკრებისთვის საშინაო იყო, 6 გოლის გატანა მოახერხა. საკლუბო დონეზე ორჯერ, მოახერხა უეფას თასის მოგება, ერთხელ იტალიის თასის გამარჯვებულიც გახდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიდი ხნის მანძილზე, სალვატორე სკილაჩი მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს ებრძოდა.