გარეტ ბეილი ახალ კლუბს შეუთანხმდა — ფაბრიციო რომანო
მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, გარეტ ბეილმა კარიერის გასაგრძელებლად ახალი კლუბი შეარჩია.
ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 32 წლის უელსელი კარიერას MLS-ში, კერძოდ კი "ლოს ანჯელესის" რიგებში გააგრძელებს.
ბეილი ამერიკულ კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს, თანამშრომლობის კიდევ 18 თვით გაგრძელების შესაძლებლობით.
გარეტი 2013 წლის ზაფხულიდან "რეალში" ირიცხებოდა. "ბლანკოსის" რიგებში მან ესპანეთის ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 3-3-ჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ტიტულს 4-ჯერ დაეუფლა.
2021/22 წლების სეზონში უელსელმა სუპერვარსკვლავმა "სამეფო კლუბის" ღირსება მხოლოდ 7 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს "ლოს ანჯელესმა" ტურინის "იუვენტუსის" ექს-კაპიტანი, ჯორჯო კიელინიც დაიმატა.