გარეთ საუთგეიტმა ჯეიმს მედისონი ინგლისის ნაკრების განაცხადს მიღმა დატოვა
ტოტენჰემის ნახევარმცველი, ჯეიმს მედისონი ევროპის ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.
ივარაუდებოდა, რომ მედისონი ისლანდიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში ითამაშებდა, მაგრამ ასე არ მოხდება. როგორც ჩანს, გასული სეზონის მეორე ნახევრის ცუდად ჩატარებამ გარეთ საუთგეიტის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა და ჯეიმსი ევროზე ამიტომ არ მიჰყავს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრებში მედისონის ადგილს, ვესტ ჰემის ფეხბურთელი, ჯაროდ ბოუენი დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ საუთგეიტმა განაცხადში ჯორდან ჰენდერსონი, მარკუს რაშფორდი და რაჰიმ სტერლინგი არ შეიყვანა. ამის ნაცვლად, გარეთმა გადაწყვიტა, შანსი ახალგაზრდებს მისცეს - მწვრთნელმა ჯარელ კუანსა (ლივერპული) და ადამ უორტონი (კრისტალ პალასი) გამოიძახა, რომლებსაც ნაკრებში დებიუტი ჯერ არ ჰქონიათ.
უორტონმა ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.