ავტორიზაცია

გარიგება შედგა — Electronic Arts (EA) 55 მილიონ დოლარად გაიყიდა

გარიგება შედგა — Electronic Arts (EA) 55 მილიონ დოლარად გაიყიდა
თარიღი 30 Sep 2025, 17:17
მსოფლიოში უმსხვილესი სათამაშო კომპანია Electronic Arts (EA) 55 მილიონ დოლარად გაიყიდა — ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

აღნიშნული კომპანია კონსორციუმმა შეიძინა, რომელშიც საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF), Silver Lake და ჯარედ კუშნერის Affinity Partners შედიან.

შეგახსენებთ, რომ სწორედ Electronic Arts უშვებს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორს EA FC-ის (ყოფილი FIFA), რომელიც პირველად 1993 წელს გამოჩნდა ბაზარზე.