ავტორიზაცია

გარსია: "მე და ოსიმენმა ვისაუბრეთ..."

გარსია: "მე და ოსიმენმა ვისაუბრეთ..."
თარიღი 27 Sep 2023, 22:44
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ვიქტორ ოსიმენის საქციელს გამოეხმაურა, როცა ის მოედნიდან გაბრაზებული გავიდა.

"მე და ოსიმენმა ბოლონიასთან მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ. ის გაბრაზებული იყო იმაზე, რომ თამაში ვერ მოვიგეთ.

ახლა ყველაფერი წარსულს დარჩა. ვიქტორი მოედანზე სათამაშოდ მზადაა და მოგების წყურვილი კლავს.

საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და აუცილებელია, რომ გავიმარჯვოთ", - განაცხადა გარსიამ "უდინეზესთან" მატჩის წინ.