ავტორიზაცია

გასპერინი ატალანტაში ბოლოს სეზონს ატარებს?

გასპერინი ატალანტაში ბოლოს სეზონს ატარებს?
თარიღი 24 Feb 2025, 13:57
მიმდინარე სეზონში ბერგამოს ატალანტა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდია, ჯან პიერო გასპერინის კლუბი ლამაზ, ლაღ და გოლზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ “ბერგამასკი“ მოულოდნელად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას შიდა ჩემპიონატში გუნდი მაღალ პოზიცაიზეა და ლიდერ ინტერს 3 ქულით ჩამორჩება ასე, რომ ჯერ-ჯერობით “ბერგამოელებს“ აქვთ ჩემპიონობის შანსი. 

მაგრამ სეზონის ბოლოს არის იმის დიდი ალბათობა, რომ გუნდი გასპერინიმ დატოვოს, იტალიელი მთავარი მწვრთნელი მზად იყო კლუბი ზაფხულშიც დაეტოვებინა, მაგრამ სათანადო შეთავაზება არ მიუღია, ხოლო მიმდინარე სეზონის ბოლოს გასპერინი სერიოზულად ფიქრობს კლუბის გამოცვლას, რადგან მისი აზრით მან თავისი თავი ამოწურა და ახალი გამოწვევები სურს. გასპერინის უკვე გამოუჩნდა მსურველია, საუბარია დედაქალაქურ რომაზე. “გლადიატორებს“ ცუდი სეზონი აქვთ და შუა სეზონში მოსული კლაუდიო რანიერი ზაფხულში კლუბს აუცილებლად დატოვებს. რომას ზაფხულის მთავარი დანამატი შესაძლოა სწორედ გასპერინი გახდეს.

მართლაც საინტერესო იქნებოდა იტალიელის სხვა კლუბში ხილვა მითუმეტეს ისეთ ამბიციურ კლუბში, როგორიც რომაა. “მგელების“ ამერიკელი მფლობელები არ მალავენ თავის დიდი სურვილს, რომ რომა დიდ საფეხბურთო ძალად ჩამოაყალიბონ და მათ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი სწორედ გასპერინის შეუძლია. ჯერ-ჯერობით ატალანტას თავკაცი მხოლოდ მის მოქმედ კლუბზე ფიქრობს და სანამ სეზონი არ დასრულდება არანაირ წინადადებას არ განიხილავს. 

ჯან პიერო გასპერინი ატალანტას 2016 წლიდან წვრთნის ამ პერიოდის მანძილზე მის ანგარიშზე 426 შეხვედრაა საიდანაც 222 მოიგო, გასპერინისთან ერთად ატალანტამ გასულ სეზონში ევროპის ლიგის მოგება მოახერხა. ასევე 67 წლის გასპერინი ორჯერ გახდა იტალიის წლის საუკეთესო მწვრთნელი.