ავტორიზაცია

გატუზო: "მგონი, პირლოს მე უფრო მეტჯერ წავუთაქე ცხოვრებაში, ვიდრე მამამისმა"

გატუზო: "მგონი, პირლოს მე უფრო მეტჯერ წავუთაქე ცხოვრებაში, ვიდრე მამამისმა"
თარიღი 20 Jan 2021, 18:49
იტალიის სუპერთასის მატჩის წინ, „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

ეს ყოფილი თანაგუნდელების პირველი შეხვედრა იქნება მწვრთნელების რანგში და ეგრევე - სატიტულო.

„არასდროს არ უნდა აგრძნობინო „იუვენტუსს“ სისხლის სუნი, ისინი შიდა ასპარეზზე უკვე ცხრა წელია დომინირებენ, იმიტომ რომ გამარჯვებულის მენტალიტეტს ფლობენ, რის გამოც ნებისმიერი მოვლენათა განვითარებისთვის მზად არიან. „ინტერთან“ მატჩში ჩავარდნას დღევანდელ მატჩთან არანაირი კავშირი არ ექნება.

დიახ, ისინი იტალიის თასის წინა გათამაშებაში დავამარცხეთ, მაგრამ ექვს თვეში მეც, ჩემმა გუნდმაც და მეტოქემაც შევიცვალეთ მენტალიტეტი, ახლა სრულიად სხვა თამაში იქნება. ეს იქნება ფინალი, ამიტომ ადრენალინი ნამდვილად გვეყოფა. ფეხბურთელებამდე რაიმეს მიტანის საჭიროებაც არ მაქვს, ყველამ ისედაც იცის, რა მოეთხოვებათ.

გატუზო: "მგონი, პირლოს მე უფრო მეტჯერ წავუთაქე ცხოვრებაში, ვიდრე მამამისმა"

მე და პირლომ ერთად თამაში 15-16 წლიდან დავიწყეთ, რის შემდეგაც 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ. ის ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და მეც ვცდილობდი ანალოგიურით მეპასუხა.

დიდი მეგობრები ვართ. ერთად დროს მშვენივრად ვატარებდით, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. თავის წიგნში ანდრეამ გაიხსენა ის „პრანკები“, რომლითაც მე მაშაყირებდა? მგონი, მას მე უფრო მეტჯერ წავუთაქე, ვიდრე ეს ოდესმე მამამისს გაუკეთებია.

ჩვენ ფეხბურთის ერთნაირი ხედვა გვაქვს. მეტოქეობას პატივს ვცემთ, მაგრამ საფნალო სასტვენის შემდეგ მეგობრებად დავრჩებით. მოედანზე? არა, მოედანზე ომი იქნება.“ - აღნიშნა გატუზომ.

„იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ შორის მატჩი დღეს, 20 იანვარს, 23:59 საათზე ადიწყება.