ავტორიზაცია

გატუზო: "ნაპოლის სურს ბრედ პიტივით ლამაზი იყოს, მაგრამ ზოგჯერ ჩემნაირი სიმახინჯეც საჭიროა"

გატუზო: "ნაპოლის სურს ბრედ პიტივით ლამაზი იყოს, მაგრამ ზოგჯერ ჩემნაირი სიმახინჯეც საჭიროა"
თარიღი 10 Jan 2021, 21:59
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ სერია ა-ს მე-17 ტურში "უდინეზეს" დამარცხების შემდეგ მატჩის შედეგი შეაჯამა.

აღნიშნული დაპირისპირება ნეაპოლელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, გადამწყვეტი გოლი 90-ე წუთზე გავიდა.

"გუნდი ცოცხალია და იბრძვის. მაგრამ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რადგან დიდი მიზნები გვაქვს. ოთხშაბათს "სპეციასთან" დავმარცხდით. ამიტომაც გამარჯვების გზაზე დაბრუნება რთული იყო. თუმცა მიხარია, რომ საჭირო შედეგს მივაღწიეთ".

"ჩემს ფეხბურთელებზე არ ვბრაზდები, როცა რაღაც არ გამოსდით. მაგრამ არ მომწონს, რომ საშიშროებას არ ვგრძნობთ. მუდმივად ვუშვებთ ასეთ მომენტებს. არ მინდა, ასე ვმოქმედებდეთ. გაშვებული გოლების შემდეგ, ჩვენი მცველები ერთმანეთს საყვედურობენ, თუმცა ისე უნდა ვიმუშაოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა".

"ლამაზი ფეხბურთის თამაში გვინდა, მაგრამ ზოგჯერ მახინჯი ფეხბურთიც საჭიროა. ყოველთვის ბრედ პიტი ვერ იქნები, ქერა, ცისფერი თვალებით. ზოგჯერ ჩემსავით მახინჯიც უნდა იყო", - ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.