ავტორიზაცია

"გაუმარჯოს ესპანეთს, გაუმარჯოს საქართველოს" - ილია თოფურია ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ

"გაუმარჯოს ესპანეთს, გაუმარჯოს საქართველოს" - ილია თოფურია ჰოლოუეის დამარცხების შემდეგ
თარიღი 27 Oct 2024, 02:00
მაქს ჰოლოუეის დანოკაუტების შემდეგ, ილია თოფურიამ კომენტარი გააკეთა.

"მადლობა ღმერთს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მომცა.

ჰოლოუეისნაირი ლეგენდის დამარცხება უბრალოდ დაუჯერებელია. მაქსი ჩემი შთაგონების წყარო იყო. ის ახალი თაობის მებრძოლთათვის სამაგალითოა, ახლა კი ახალი თაობის წარმომადგენელი სწორედ მე ვარ. ვიმედოვნებ, იგივეს მეც გავაკეთებ.

ვოლკ, ჩემთან რემატჩს იმსახურებ. შენ საჩემპიონო ქამარი შვიდჯერ დაიცავი.

გაუმარჯოს ესპანეთს, გაუმარჯოს საქართველოს - ეს ყველაფერი თქვენთვისაა," - განაცხადა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა. 

ილიამ ჰოლოუეი მე-3 რაუნდში გათიშა. აღსანიშნავია, რომ მაქსი მანამდე ნოკაუტით არავის დაუმარცხებია.