გაუპატიურების ბრალდება მბაპეს წინააღმდეგ — განაჩენი ცნობილია
რამდენიმე კვირის წინ, შვედეთის პროკურატურაში კილიან მბაპეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით დაწყებული გამოძიება დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო აღნიშნული საქმე დაიხურა და გამოძიება შეწყდა. შესაბამისად, ფრანგ ფეხბურთელს აღარ მოუწევს სასამართლოში გამოცხადება.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის პოლიციამ გაუპატიურების საქმეზე გამოძიება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და სასტუმროს ის ოთახი გაჩხრიკა, სადაც მბაპე იმყოფებოდა.