გავის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ მადრიდში ფეხბურთელზე "ყასაბის" იარლიყის მიკრობას ცდილობენ

გავის გარემოცვაში უკმაყოფილონი არიან, რომ ფეხბურთელზე ბოლო პერიოდში „ყასაბის“ იარლიყის დაკიდებას ცდილობენ.
იწერებოდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნაკრებში თანაგუნდელები თავისი უხეშობით და ავტოგრაფ-სესიებზე დასწრებაზე უარის თქმით გააღიზიანა.
COPE-ს ცნობით, ფეხბურთელის გარემოცვაში ასეთი ინფორმაციით გაღიზიანებულები არიან და ფიქრობენ, რომ მადრიდში ცდილობენ ფეხბურთელის დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყონ და იმდენი გააკეთონ, რომ გავის „ყასაბის“ იარლიყი მიეკრას.
განსაკუთრებით აქტიური ეს „ფლეშმობი“ ბოლო კლასიკოს შემდეგ წამოიწყო, რომელშიც, ბევრის აზრით, დანი სებალიოსზე დაჯარიმების გამო გავი გაძევებას იმსახურებდა.
თავად ნახევარმცველი სიმშვიდეს ინარჩუნებს და საკუთარ საქმეზეა ორიენტირებული.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გავი ავტოგრაფ-სესიაზე თავიდან ცუდად ყოფნის გამო ვერ ცხადდებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მივიდა.

temo
ტოპ კომენტარი
0
01 Apr 2023, 02:21
სასაცილოა სატირალი რო არ იყოს, რეალი რომელსაც კლუბში პეპე და რამოსი ყავდა რომლებიც რიგრიგობით იღებდნენ წითელ ბარათს მესისთვის რაც შეიძლება მეტი ტკივილის მიყენებისთვის ახლა ბარსას 19 წლის ნახევარმცველზე აქვთ გართულება, თვითონ კი დღესაც კარვახალი-სებალიოსი-ვინისიუსის ტრიო ჰყავთ, რომლებიც დღესაც მზად არიან მეტოქეს ყელი გამოღადრონ.