გავის მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა — ესპანელის დაბრუნების თარიღი ცნობილია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველს, გავის მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა და მოედანზე დაბრუნების თარიღი ცნობილი გახდა.
კატალონიური კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 21 წლის ესპანელის ტრავმა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები ელოდნენ და ვარჯიშს დაახლოებით 5 თვეში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ გავიმ ტრავმა სეზონის სტარტზე მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს აქტიურად გადის.