GCFF-მა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც მოიგო!
Youtube League-ს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში GCFF Octopus-ს დაუპირისპირდა და მარტივად, 3:1 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, ეს მატჩი უკვე აღარაფერს წყვეტდა, რადგან GCFF პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, Octopus კი ჯგუფში იყო ჩარჩენილი.
მიუხედავად ამისა, ორივე გუნდმა მონდომებით ითამაშა და გულშემატკივარს კარგი თამაში შესთავაზა.
ამ გამარჯვებით კი GCFF-მა 10 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა. 1/8 ფინალურ ეტაპზე ისინი "ბაჩუ"-ს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ GOAL.GE და SMH Sports GCFF-ის სპონსორია.