ავტორიზაცია

გეჰი კრისტალ პალას დატოვებს

გეჰი კრისტალ პალას დატოვებს
თარიღი 21 ივლ 2024, 15:18
ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების და კრისტალ პალასის ცენტრალურმა მცველმა მარკ გეჰიმ, შესანიშნავი თამაში აჩვენა და არაა გასაკვირი, რომ ინგლისის ტოპ კლუბების ინტერესი გამოიწვია. ლონდონის ჩელსის სკოლის აღზრდილით ორი ინგლისური გუნდი ინტერესდება, ესენი არიან. ლონდონის არსენლაი და მანჩესტერ იუნაიტედი. 

''არწივები'' თავის კაპიტანს 70 მილიონ ფუნტად აფასებენ და ამაზე ნაკლებ ფასად მას არ შეელევიან, მაგრამ არსენალს აქვს ერთი გეგმა. ''მეთოფეები'' გარიგებაში ედი ნკეტიას ჩართვას გეგმავენ და ფასის საგრძნობლად შემცირებას. არსელანლა რამოდენიმე დღის წინ, რიკარდო კალაფიორის ტრანსფერი გააოფიციალურად და დაცვის ხაზის დაკომპლექტებას გეჰით აპირებს.

ინგლისელი მცველი კრისტალ პალასის კაპიტანია, მის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში 98 ჩატარებული შეხვედრაა, რა დროშიც, მან 3 გოლის გატანა მოახერხა. გეჰის ნაკრებში 17 შეხვედრა დაუგროვდა, გასულ ევროპის ჩემპინატზე მარკი გუნდის შეუცვლელი ფიგურა იყო.