ავტორიზაცია

Georgia Drift Series 2024-ის მე-3 ეტაპს ფოთი უმასპინძლებს

Georgia Drift Series 2024-ის მე-3 ეტაპს ფოთი უმასპინძლებს
თარიღი 12 ივლ 2024, 15:33
betlive Racing Season 2024-ის ფარგლებში, კვირას, 14 ივლისს, ფოთში საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მე-3 ეტაპი ჩატარდება — რბოლა 14 საათზე აიღებს სტარტს.

2024 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის გასული ორი ეტაპის შედეგების მიხედვით, სატურნირო ცხრილს 177 ქულით გიორგი კოდუა ლიდერობს, რომელმაც რუსთავში მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ქუთაისში გამარჯვებული გახდა.

სატურნირო ცხრილი, TOP 10:

1) გიორგი კოდუა (BMW E82 1M - 2JZ 3.0T / 500 HP) — 177 ქულა
2) ირაკლი შალიკაშვილი (BMW E92 M3 LSX 7.2 / 750 HP) — 166 ქულა
3) ალექსანდრე ხეროდინაშვილი (Nissan Silvia S14 2JZ 3.0T / 700 HP) — 120 ქულა
4) გიორგი გრიგალაშვილი (Toyota GT86 M113 5.5SC / 550 HP) — 119 ქულა
5) გიგა ჭუმბურიძე (BMW E46 M3 M104 3.2T / 600 HP) — 111 ქულა
6) მათე როჭიკაშვილი (BMW E36 LQ9 6.0 / 400 HP) — 103 ქულა
7) სამსონ წიქარიშვილი (Toyota Chaser JZX100 M113 5.0 / 301 HP) — 102 ქულა
8) გიგა კალანდია (BMW E92 Eurofighter 2JZ 3.0T / 600 HP) — 88 ქულა
9) ირაკლი ბერულავა (BMW E92 Rocket Bunny N54 3.0T / 450 HP) — 86 ქულა
10) დათო ჭეიშვილი (BMW E30 M50 2.8T / 444 HP) — 71 ქულა

შეგახსენებთ, რომ SMH Sports საქართველოს დრიფტის სერიების მხარდამჭერია, ხოლო LaGazzetta.ge და Goal.ge მედია პარტნიორი.

ფოტო: driftseries.ge