ავტორიზაცია

Georgian Drift Series 2025 — პირველი ეტაპი გიორგი გრიგალაშვილმა მოიგო

Georgian Drift Series 2025 — პირველი ეტაპი გიორგი გრიგალაშვილმა მოიგო
თარიღი 06 Apr 2025, 22:27
დღეს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 2025 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა, სადაც მონაწილეობა 18-მა დრიფტერმა მიიღო.

პირველი ეტაპის გამარჯვებული გიორგი გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც არც კვალიფიკაციაზე დაუთმო პირველობა არავის და სატურნირო ცხრილში 107 ქულით გალიდერდა.

მეორე ადგილი ჯეიჰუნ სულეიმანოვმა დაიკავა, ხოლო პოდიუმი მონაწილეებში ერთადერთმა გოგო დრიფტერმა, ევა ივანოვმა შეავსო. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის ჩემპიონი, ირაკლი შალიკაშვილი მე-4 პოზიციას დასჯერდა.

საქართველოს დრიფტის სერიების 2025 წლის სეზონის მეორე ეტაპი 1-ელ ივნისს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ SMH Sports საქართველოს დრიფტის სერიების მხარდამჭერია, ხოლო LaGazzetta.ge და Goal.ge მედია პარტნიორი.

ფოტო: საქართველოს დრიფტი სერიები / LIMONTEA
TOP.GE