ავტორიზაცია

გერმანიამ ერთა ლიგის განაცხადში შემთხვევით ლატვიელი ფეხბურთელი შეიყვანა

გერმანიამ ერთა ლიგის განაცხადში შემთხვევით ლატვიელი ფეხბურთელი შეიყვანა
თარიღი 09 Nov 2024, 17:05
გერმანიამ ერთა ლიგაზე, ბოსნია & ჰერცოგოვინასა და უნგრეთთან გასამართი მატჩებისთვის, განაცხადში შემთხვევით, ლატვიელი ფეხბურთელი, დარიო შიტსი შეიყვანა.
 
20 წლის თავდამსხმელს ბუნდესნაკრებში არასდროს უთამაშია. ის ახალგაზრდულ ნაკრებებსა და ეროვნულ გუნდშიც ლატვიას წარმოადგენს. 

შიტსი გრაფიკულ გამოსახულებაზე გერმანიის ფორმით გამოჩნდა, მაგრამ მალევე გაუჩინარდა. გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ აღიარა, რომ ეს მონაცემთა ბაზაში არსებული ტექნიკური შეცდომის ბრალი იყო.
 
შიტსმა ადრე გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და, შესაძლოა, შეცდომა ამან გამოიწვია. 

ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ გერმანიას ასე უპასუხა: "თქვენს ინტერესს ვაფასებთ, მაგრამ დარიო შიტსის რიგაში ფრენა უკვე დაჯავშნილია."

ეს პოსტი თავად შიტსმაც გადააზიარა და სიცილის ემოჯები დაურთო.