ავტორიზაცია

გერმანიამ სლოვაკეთს 6 უპასუხო გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

გერმანიამ სლოვაკეთს 6 უპასუხო გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
თარიღი 18 Nov 2025, 10:56
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში, გერმანიის ნაკრებმა სლოვაკეთს უმასპინძლა და მეტოქეს 6-0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში დუბლი ლეროი სანემ გაიფორმა, ხოლო თითო გოლი ნიკ ვოლტემადემ, სერჟ გნაბრიმ, რიდლ ბაკუმ და ასან უედრაოგომ გაიტანეს.

გერმანია 6-0 სლოვაკეთ

გოლები: 1-0 ვოლტემადე (18'), 2-0 გნაბრი (29'), 3-0, 4-0 სანე (36', 41'), 5-0 ბაკუ (67'), 6-0 უედრაოგო (79')

გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა A ჯგუფში ასპარეზობა 15 ქულით და პირველ ადგილზე დაასრულა, ხოლო სლოვაკეთმა 12 ქულა მოაგროვა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა.

სათამაშო დღის შედეგები

ჩეხეთი 6-0 გიბრალტარი
გერმანია 6-0 სლოვაკეთი
მალტა 2-3 პოლონეთი
მონტენეგრო 2-3 ხორვატია
ნიდერლანდები 4-0 ლიეტუვა
ჩრდილოეთ ირლანდია 1-0 ლუქსემბურგი