ავტორიზაცია

გერმანიის ნაკრებში ცვლილებაა პავლოვიჩს ჯანი შეცვლის

გერმანიის ნაკრებში ცვლილებაა პავლოვიჩს ჯანი შეცვლის
თარიღი 12 ივნ 2024, 15:30
გერმანიის ნაკრებში დანაკლისია ბუნდეს გუნდის შუახაზელი ალექსანდრ პავლოვიჩი საშინაო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. მუნხენის ბაიერნის საყრდენი ნახევარმცველი ტონზილიტის ( ანგინის ) გამო გამოტოვებს ევრო სარბიელს. მისი განაცხადიდან ამოღება ინფექციის გავრცელების გამო გადაწყდა. იულიან ნაგელსმანი უახლოესს საათებში, მის შემცვლელ დაასახელებს.

პავლოვიჩის ნაცვლად ეროვნულ გუნდში დორტმუნდის ბორუსიას კაპიტანი ემრე ჯანი იხმეს. დორტმუნდის შუახაზელს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ნაკრებში თამაშის. ჯანს საკმაოდ კარგი სეზონი გამოუვიდა თავის გუნდში. დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, მაგრამ საფინალო მატჩი უენბლიზე მადრიდის რეალთან დათმო. ჯანს ეროვნულ გუნდში 43 შეხვედრა აქვს ჩატარებულია და მის ანგარიშზე 1 გატანილი ბურთია.