ავტორიზაცია

გერმანული გუნდების ბენეფისი - პირველად 1993 წლის შემდეგ

გერმანული გუნდების ბენეფისი - პირველად 1993 წლის შემდეგ
თარიღი 21 Feb 2020, 10:14
როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდის "ბორუსიამ" და "ლაიპციგმა" ჩემპიონთა ლიგაზე თავიანთი შეხვედრები მოიგეს.

რაც შეეხება ევროპა ლიგას, ბუნდესლიგიდან გამოირჩა ლევერკუზენის "ბაიერი", ფრანკფურტის "აინტრახტი" და "ვოლფსბურგი".

პირველად, 1993 წლიდან, ევროსარბიელზე გერმანიის ჩემპიონატის ხუთმა წარმომადგენელმა იმარჯვა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მიუნხენის "ბაიერნს" თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.

"რეკორდმაისტერი" ძველ კონტინენტზე დაბრუნდება 25 თებერვალს, მოწინააღმდეგე - კარგად ნაცნობი ლონდონის "ჩელსია".