ავტორიზაცია

გერმანული ზღაპარი დასრულდა - ბაიერნი კვლავ ჩემპიონია!

გერმანული ზღაპარი დასრულდა - ბაიერნი კვლავ ჩემპიონია!
თარიღი 27 მაი 2023, 19:28
გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტური უდიდესი ინტრიგით დაიწყო. "დორტმუნდს" მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, რათა ჩემპიონი გამხდარიყო.

ყველასგან მოულოდნელად, პირველივე ტაიმში "მაინცმა" ორი გოლი გაიტანა და ბორუსიელთა სიტუაცია დამძიმდა.

პარალელურად კი, მიუნხენის "ბაიერნი" "კიოლნს" ებრძოლებოდა და არც თუ ისე ადვილ თამაშში 1:2 დაამარცხა.

მიუხედავად უამრავი მცდელობისა, "დორტმუნდმა" მხოლოდ ორი გოლის გატანა შეძლო ფრედ ითამაშა და ჩემპიონობა დაკარგა.

მთელი ქალაქი 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონობის მოლოდინში იყო, თუმცა იმედები გაუცრუვდათ.

რეკორდმაისტერი კი ბუნდესლიგაში დომინაციას აგრძელებს და კვლავ ჩემპიონია.