ავტორიზაცია

გიგა ჭიკაძე დევიდ ონამასთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

გიგა ჭიკაძე დევიდ ონამასთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
თარიღი 27 Apr 2025, 07:14
UFC Fight Night Kansas City-ზე ქვემსუბუქი წონი დაპირისპირება შედგა, სადაც გიგა ჭიკაძე უგანდელ დევიდ ონამას შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

3 რაუნდიანი ორთაბრძოლის პირველი რაუნდი ქართველი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა, რასაც მომდევნო ორ რაუნდში უგანდელმა მიწაზე კონტროლით უპასუხა და გაიმარჯვა.

დღევანდელი მარცხის შემდეგ, გიგა ჭიკაძის ანგარიშზე UFC-ში 8 მოგება და 3 წაგებაა, ხოლო MMA-ში კარიერაში ქართველმა ნინძმა 20 ორთაბრძოლიდან 15-ის მოგება მოახერხა.