გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გიორგი არაბიძე სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველმა "ულსანის" შემადგენლობაში "პოჰანგთან" (5:4) მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
არაბიძემ მე-6 წუთზე ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა, 36-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ეს შანსიც გოლად აქცია.

აღსანიშნავია, რომ "ულსანი" K ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 51 ქულით თანალიდერია.