გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
Sofascore-მა ინგლისის ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონის მეორე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
თერთმეტეულში უოტფორდის ქართველი ნახევარმცველი, გიორგი შალიკაშვილიც მოხვდა, რომელმაც სტოკ სიტის წინააღმდეგ 84 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემა გაიფორმა — ქართველი ფეხბურთელის თამაში sofascore-მა 8.2 ქულით შეაფასა.
ინგლისის ჩემპიონშიპის 2024/25 წლების სეზონის ორი ტურის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 1 ასისტია, უოტფორდი კი 6 ქულით მესამე ადგილს იკავებს.