ავტორიზაცია

გიორგი ჩაკვეტაძემ ქოვენთრისთან მატჩში ტრავმა მიიღო

გიორგი ჩაკვეტაძემ ქოვენთრისთან მატჩში ტრავმა მიიღო
თარიღი 14 Sep 2024, 20:40
ჩემპიონშიფის მე-5 ტურში, უიტფორდსა და ქოვენთრის შორის გამართულ მატჩში (1-1), გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო. 

67-ე წუთზე ქართველმა ასისტი მიითვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე, მე-80 წუთზე მას დაზიანების გამო მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

LaGazzetta.ge გიორგი ჩაკვეტაძის აგენტს, ლაშა ჯაკობიას დაუკავშირდა და პასუხად მიიღო, რომ გიორგი ტრავმა სერიოზული არაა.

"ჩაკვეს ახლახან ველაპარაკე და მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგადაა. მან მითხრა, რომ წელი გაუშეშდა, სერიოზული არაფერია, ტკივილგამაყუჩებელი დალია და ყველაფერი კარგადაა", - განაცხადა ჯაკობიამ.

ამასთან, უოტფორდის მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმაც დაადასტურა, რომ საშიში არაფერია.

BBC Sport-ის ინფორმაციით, ჩაკვეს ზურგის არეში სპაზმი ჰქონდა, მაგრამ ის გასახდელ ოთახში თავს კარგად გრძნობდა და დაზიანება სერიოზული არაა.