ავტორიზაცია

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
თარიღი 08 მარ 2024, 02:09
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტო Transfermarkt-მა ინგლისის ჩემპიონშიპში ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

ცვლილება საქართველოს ნაკრებისა და "უოტფორდის" 24 წლის ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძესაც შეეხო.

"ჩაკვეს" ფასი 500 000-ით გაიზარდა და ამჟამად, 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ქართველი ფეხბურთელის ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენდა.