ავტორიზაცია

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის პირობებს დათანხმდა

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის პირობებს დათანხმდა
თარიღი 14 აგვ 2024, 21:03
ჟურნალისტ პოლ ჯოისის ინფორმაციით, ლივერპული გიორგი მამარდაშვილის მიმართ ძლიერ ინტერესს გამოხატავს, თუმცა კლუბი სასტარტო შემადგენლობიდან ალისონის ამოგდებას არ აპირებს.

ამასთან, როგორც ნაჩო სანჩისი იტყობინება, ინგლისური კლუბი ვალენსიას ქართველი მეკარის ტრანსფერს 2025 წლის ზაფხულისთვის განიხილავს. 

სანჩისი დასძენს, რომ თუ გიორგი დროებით ბორნმუთში გადავა, ეს მხოლოდ პირდაპირ ვალენსიადან იჯარით მოხდება. ამ ცნობებს ფაბრიციო რომანო ადასტურებს და იუწყება, რომ მამარდაშვილი აღნიშნულ პირობებზე თანახმაა.

რომანოს თანახმად, ლივერპული ქართველს 2 წლით გაანათხოვრებს, ალისონ ბეკერის წასვლის შემდეგ კი გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდება. კლუბებს შორის შეთანხმება, ჯერჯერობით, არ შემდგარა - აგენტები მოლაპარაკებების გასამართად ვალენსიაში არიან.