ავტორიზაცია

გიორგი მამარდაშვილი: 'პირველი ადგილის შენარჩუნება გვსურს'

გიორგი მამარდაშვილი: 'პირველი ადგილის შენარჩუნება გვსურს'
თარიღი 10 Oct 2024, 20:43
უკრაინასთან მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა:

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით არ იქნება, მაინც რთულ მატჩს ველით. იმ დონის ფეხბურთელები ჰყავთ, რომ წინააღმდეგობას გაგვიწიონ, თანაც გასვლითი თამაში მარტივი არასდროსაა.

რა თქმა უნდა, თბილისში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნება გვინდა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო, როგორ გავაგრძელებდით იმ წარმატებულ სვლას, რაც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა და ვფიქრობ, კარგად თავი გავართვით. 

ერთა ლიგაზე ორივე მატჩი რთული იყო - ალბანეთთანაც და ჩეხეთთანაც. გვეგონა, რომ ეს უკანასკნელი უკეთესად ითამაშებდა. პირველი 15 წუთი ჩვენც გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ თავდაჯერებულობა ვიგრძენით.

Ballon d'Or-ის წლის საუკეთესო მეკარის პრიზის ნომინანტებს შორის მოხვედრით ძალიან ბედნიერი ვარ - ეს ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება იყო. მოგებას არ ველი, მაგრამ ნომინანტებს შორის ყოფნა დიდი წარმატებაა. შრომას გავაგრძელებ და ვიმედოვნებ, ამ სიაში კიდევ ბევრჯერ მოვხვდები."

საქართველო და უკრაინა ერთმანეთს ხვალ, 22:45 საათზე, პოლონეთის ქალაქ პოზნანში დაუპირისპირდებიან. 

ალბანეთთან და ჩეხეთთან მოგებებით, საქართველოს 6 ქულა აქვს და B ლიგის პირველ ჯგუფში ლიდერია.