გიორგი მელია პირველივე ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია პირველივე ბრძოლაში დამარცხდა.
97 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენი პირველივე დაპირისპირებაში რუს მუსა ევლოევთან დამარცხდა, რომელიც შეჯიბრზე პირველ ნომრად არის განთესილი.
თუმცა, მარცხის მიუხედავად, მელია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებს - თუ ევლოევი ფინალში გასვლას მოახერხებს, გიორგი მელია რეპეშაჟში გადავა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
მიუხედავად მელიას ნაადრევი მარცხისა, დღევანდელი დღე საქართველოსთვის უმედლოდ არ ჩაივლის, რადგან მძიმეწონოსანი იაკონ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში იჭიდავებს.
ქაჯაიას მეტოქე კუბელი ლოპეს ნუნესი იქნება, ფინალური ბლოკი 14:30 საათიდან დაიწყება.