გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა — გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია.
ვილიარეალის 25 წლის თავდამსხმელი ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ლა ლიგამ გამოარჩია და აღნიშნული ჯილდო გადასცა.
გიორგი მიქაუტაძემ თებერვალში ვილიარეალის მაისურით 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა. მისი გუნდი 25 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს.

