გიორგი მიქაუტაძე: გოლის გატანა მინდოდა, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის
ერთა ლიგის მე-2 ტურში ალბანეთთან მოგების (1-0) შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა.
"რთული მატჩი გამოვიდა, თუმცა 3 ქულა ავიღეთ და ბედნიერნი ვართ. მსოფლიო ჩემპიონატზე იმის შემდეგ უნდა ვიფიქროთ, რაც დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
რა თქმა უნდა, გოლის გატანა მინდოდა, თუმცა ეს ყოველთვის არ გამოდის. ერთა ლიგის ბომბარდირობა? ვნახოთ, მაგრამ, პირველ რიგში, გუნდისთვის ვთამაშობ და მაქსიმალურად ვიხარჯები," - ამბობს ლიონისა და საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი.