ავტორიზაცია

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
თარიღი 17 Mar 2025, 14:52
საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში "ლიონი" საკუთარ მოედანზე "ლე ავრს" დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.

აღნიშნული მატჩი გიორგი მიქაუტაძის ბენეფისად იქცა. 24 წლის ფორვარდი მოედანზე 77-ე წუთზე რაიან შერკის ნაცვლად შევიდა.

ქართველმა შემტევმა 78-ე წუთზე მალიკ ფოფანას გაატანინა, 82-ე წუთზე კი თავად შეაგდო და "ლიონი" დააწინაურა. 90+6 წუთზე კი კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

მიქაუტაძემ Sofascore-სგან 9.4 შეფასება მიიღო და ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.