ავტორიზაცია

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ორი კლუბი მუშაობს

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ორი კლუბი მუშაობს
თარიღი 27 Aug 2025, 17:24
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა ლიონი დატოვოს და კარიერა პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში გააგრძელოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ქართველის ტრანსფერზე ვილიარეალი და ბრენტფორდი მუშაობენ და პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებენ.

თავის მხრივ, ლიონი მზად არის ფინანსური პრობლემები გამო ნებისმიერი ფეხბურთელი გაყიდოს თუ სასურველ შეთავაზებას მიიღებენ — ფრანგები გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს 35 მილიონ ევროდ აფასებენ.