ავტორიზაცია

გიორგი ქოჩორაშვილი: საკუთარ შეცდომას ძალიან განვიცდი

გიორგი ქოჩორაშვილი: საკუთარ შეცდომას ძალიან განვიცდი
თარიღი 17 Nov 2024, 00:50
ერთა ლიგაზე უკრაინასთან გამართული მატჩის (1-1) შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"ჩემს თამაშში შეცდომები იყო, რასაც მენტალურად კარგად უნდა მივუდგე. თამაშის მომენტში ეს უნდა დაივიწყო და გუნდისთვის ყველაფერი გააკეთო. ეს შეცდომა ძალიან მტკივა, მაგრამ არ ვემალები, უნდა გავაანალიზო და ვიმუშავო.

ყველანაირად შევეცდები, ჩეხეთთან ის ქოჩორა იხილოთ, როგორიც გახსოვთ. ძალა ჩვენშია, ჩეხეთთან ფინალს ვთამაშობთ და ამ ამისთვის მზად ვართ," - განაცხადა გიორგიმ.

საქართველო ჩეხეთს 19 ნოემბერს, ოლომოუცში დაუპირისპირდება.