გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს — ბოლო ცნობები ლისაბონიდან

პორტუგალიური გამოცემების ცნობით, გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა სპორტინგი უახლოეს დღეებში დატოვოს და ესპანეთში დაბრუნდეს.
როგორც ირკვევა, 26 წლის ქართველი მცველის დამატება 6 თვიანი იჯარის წესით ყოფილ კლუბს, ლევანტეს სურს და მხარეები მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში გასულ ზაფხულში სწორედ ლევანტედან გადავიდა, თუმცა, ახალ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და დიდი შანსია ესპანეთში დაბრუნდეს.

