ავტორიზაცია

გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში — კონტრაქტის დეტალები ცნობილია

გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში — კონტრაქტის დეტალები ცნობილია
თარიღი 01 Apr 2025, 11:01
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლევანტეს ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას სპორტინგში გააგრძელებს — ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის ქართველმა სპორტინგთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება. ლევანტე აღნიშნულ გარიგებაში 5,5 მილიონ ევროს + 2 მილიონს ბონუსების სახით, ხოლო შემდგომ ტრანსფერში 10%-ს მიიღებს.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტეს მაისურით 57 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლთან ერთად 4 ასისტი გაიფორმა. ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში სეზონი ბოლომდე დარჩება და სპორტინგს ოფიციალურად ზაფხულში შეუერთდება.