გიორგი ქოჩორაშვილი უკრაინასთან მატჩის წინ: 'ძალა ჩვენშია!'
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა უკრაინასთან მატჩამდე მედიასთან ისაუბრა:
"ამ მატჩს დილერის სტატუსით ვხვდებით, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ პროგრესი მუდმივია - არ უნდა შევჩერდეთ და წინსვლა გავაგრძელოთ.
მეტოქეზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს. ვიცით, რომ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ძალა ჩვენშია. მთელი ქვეყანა ჩვენს უკანაა და ვერავინ გვაჯობებს.
ჩემი გოლით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, ძალა და ერთიანობა ვუჩვენოთ ერთმანეთს, ასევე იმ ბავშვებსა და მთელ ქვეყანას, რომლებიც გვიყურებენ, რათა ყველამ ისწავლოს, რომ ძალა ერთობაშია და ამით ყველაფრის მიღწევა შეიძლება."
უკრაინა-საქართველოს მატჩი ხვალ, 22:45 საათზე დაიწყება.