გიორგი სარდალაშვილმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
![გიორგი სარდალაშვილმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა](http://storage.goal.ge/uploads/posts/4ldYT13nF3plWtlZaLSOplfhtGXCVOra.jpg)
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა - ფინალში ქართველი ძიუდოისტი მასპინძელ რუზიევთან დამარცხდა.
ხვალ, ტურნირზე საქართველოს ნაკრები ღირსებას 73 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი დაიცავს.