ავტორიზაცია

გირასის ტრანსფერით პრემიერ ლიგის ორი გუნდი ინტერესდება

გირასის ტრანსფერით პრემიერ ლიგის ორი გუნდი ინტერესდება
თარიღი 04 დეკ 2023, 17:46
"შტუტგარტის" თავდამსხმელს, სეროუ გირასის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის შეცვლის ბევრი ვარიანტი ექნება. 

ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ "ნიუკასლის" ინტერესი თავდამსხმელის მიმართ გაიზარდა.

ამასთან, წყარო დასძენს, რომ 27 წლის გვინეელი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აინტერესებს. 

გირასი სატრანსფერო ბაზარზე იანვარში იქნება ხელმისაწვდომი, დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

გირასი ამჟამად გერმანიის ბუნდესლიგის მეორე საუკეთესო ბომბარდირია. გვინეელს ჩემპიონატის 11 ტურში 16 გოლი გაიტანა.