გიჟური შეთავაზება არაბეთიდან: არაბებს სურთ, ვინისიუსი საუდი პრო ლიგის სახე გახდეს
Relevo-ს ინფორმაციით, ვინისიუს ჟუნიორს საუდის არაბეთიდან 5-წლიანი კონტრაქტი და €1 მილიარდი შესთავაზეს, რაც ნიშნავს, რომ მისი წლიური ხელფასი €200 მილიონი იქნება.
არაბებს სურთ, რომ ვინისუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზევე შეიძინონ და საუდი პრო ლიგის სახე გახდონ.
მიუხედავად ამისა, რეალ მადრიდი არ ნევიულობს და ფიქრობს, რომ ბრაზილიელი დარჩება. თუმცა, საუდის არაბეთში აღნიშნული შეთავაზების ძალაში დატოვებას განიხილავენ, რათა ვინი მომავალში გაიფორმონ.
ჟუნიორს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.