ავტორიზაცია

გლადბახელმა ზაკარიამ ოთხი გრანდის ყურადღება მიიპყრო

გლადბახელმა ზაკარიამ ოთხი გრანდის ყურადღება მიიპყრო
თარიღი 26 ნოე 2021, 10:46

შვეიცარიელმა ნახევარმცველმა, დენის ზაკარიამ ოთხი დიდი გუნდის ყურადღება მიიპყრო.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა „ტვიტერში“ წერს, ფეხბურთელით „იუვენტუსი“, „მან.იუნაიტედი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ინტერესდებიან.

როგორც ირკვევა, ზაკარიას „გლადბახის“ დატოვება სურს და მან გუნდის შემოთავაზება ახალი კონტრაქტის თაობაზე უკვე უარით გაისტუმრა.

ზაკარია „ბორუსიაში“ 2017 წლიდან ასპარეზობს, სადაც შვეიცარიული „იანგ ბოიზიდან“ გადავიდა 12 მილიონ ევროდ. 

გერმანული გუნდის მაისურით მან 139 მატჩში 11 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, ფეხბურთელი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.