გლადბახის ნახევარმცველი ბაიერნს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდება

"გლადბახის" ნახევარმცველი, ფლორიან ნოიჰაუსი "ბაიერნს" თანამშრომლობაზე შეუთანხმდა, იტყობინება Bild.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულში გააფორმებენ. კლუბმა და ფეხბურთელმა მომავალი თანამშრომლობა უკვე განიხილეს.
გასულ სეზონში ნოიჰაუსმა "გლადბახის" რიგებში 45 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის ზაფხულში ეწურება.