ავტორიზაცია

გლადბახმა ბაიერნის სასურველ ფეხბურთელს ფასი დაადო

გლადბახმა ბაიერნის სასურველ ფეხბურთელს ფასი დაადო
თარიღი 05 მაი 2021, 21:17

"გლადბახს" გუნდის ლიდერის, ფლორიან ნოიჰაუსის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს, წერს ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.

ბორუსიელთა ნახევარმცველის ხელში ჩაგდების მთავარ პრეტენდენტად "ბაიერნი" მიიჩნეოდა, თუმცა მიუნხენელები ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ნოიჰაუსს ამჟამინდელ კლუბთან ჯენტლმენური შეთანხმება არ აქვს გაფორმებული და აუცილებელი არ არის კლუბში 2022 წლამდე დარჩეს.

ასე და ამგვარად, თუ "გლადბახი" 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე სარფიან შეთავაზებას მიიღებს, დათანხმდება.

მიმდინარე სეზონში ნოიჰაუსმა ბუნდესლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.