ავტორიზაცია

გოლი და ასისტი — როგორი შეფასება მიიღო გიორგი მიქაუტაძემ ელჩეს წინააღმდეგ?

გოლი და ასისტი — როგორი შეფასება მიიღო გიორგი მიქაუტაძემ ელჩეს წინააღმდეგ?
თარიღი 03 Jan 2026, 23:25
ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურში ვილიარელი ელჩეს ესტუმრა, მეტოქე 3-1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

აღნიშნული მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ვილიარეალის ქართველმა შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ და გოლი და ასისტი გაიფორმა. Sofascore-მა კი მისი თამაში 7,5 ქულით შეაფასა.

ელჩეს დამარცხების შემდეგ, ვილიარეალს 38 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში გიორგი მიქაუტაძის გუნდი ალავესს უმასპინძლებს.