გოლი და მე-7 ტიტული წელს - როგორი შეფასება მიიღო ქართველმა ფლამენგოსთან მატჩში?

საკონტინტენტთა შორისო თასის ფინალურ მატჩში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და ბრაზილიური ფლამენგო დაუპირისპირდნენ. მატჩი დოჰაში შედგა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელები 38-ე წუთზე დააწინაურა და სანამ დამატებითი დრო დაიწყებოდა, ლუის ენრიკემ ქართველი მოედნიდან გაიყვანა. პსჟ-მ მატჩი პენალტების სერიაში, 2-1 მოიგო. ქართველის შესანიშნავი პერფომანსი Sofascore-მა 7.9 ქულით შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ხვიჩა კვარაცხელიამ 7 ტიტული მოიგო - საფრანგეთის ლიგა 1, იტალიის სერია ა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.


