ავტორიზაცია

გორან პანდევი ჯენოასთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს

გორან პანდევი ჯენოასთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს
თარიღი 24 Jul 2021, 18:04

ვეტერანი შემტევი გორან პანდევი „ჯენოასთან“ კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

ჩრდილოეთ მაკედონელი ფორვარდი გენუეზურ გუნდთან ხელშეკრულებას 2021/22-სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივებს და უმაღლეს დონეზე კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს.

ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sky Sport იტყობინება.

განვლილ ევრო 2020-ზე პანდევი გახდა ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გოლის გატანა მოახერხა. 

ამ ტურნირის შემდეგ, პანდევმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.