გორის დილამ ფრანგი მცველი დაიმატა
გორის "დილა" ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის განახლებისთვის ემზადება.
კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის ცნობით, გორის "დილამ" მორიგი ტრანსფერი განახორციელა - 24 წლის ფრანგი მარცხენა მველი ჟან-მარკ ტიბუე დაიმატა.
ტიბუე ეროვნული ლიგის ლიდერ გუნდს ბულგარეთის მეორე ლიგის “ეტარიდან” შეუერთდა.
ის "ბორდოს" აკადემიის გაზრდილია, სხვადასხვა დროს ასევე: "ამიენის", "ვალენსიენის", ბერძნული "აპოლონის" და ბელგიურ "მანდელ იუნაიტედში" გამოდიოდა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი წლის ბოლომდე გაფორმდა.