გორის დილამ კონგოელი ფორვარდი დაიმატა
კონგოს ეროვნული ნაკრების და იონგ "გენტის" 18 წლის ცენტრ ფორვარდი დეო გრასიას ბასინგა კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ბასინგმა 2023/24 წლების სეზონში ბელგიის რანგით მესამე დივიზიონში 12 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ლიდერი ცოტა ხნის წინ მთავარი მწვრთნელმა რუი მოტამ დატოვა.
პორტუგალიელმა კონტრაქტში არსებული პუნქტი გააქტიურა, რომლის მიხედვითაც გუნდის ნებისმიერ დროს დატოვება შეეძლო.