ავტორიზაცია

გორის დილას პორტუგალიელი სპეციალისტი ჩაიბარებს!

გორის დილას პორტუგალიელი სპეციალისტი ჩაიბარებს!
თარიღი 09 Jul 2024, 03:11
საქართველოს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის ლიდერს კვლავ პორტუგალიელი სპეციალისტი გაწვრთნის.

რუი მოტას სომხურ "ნოაში" წასვლის შემდეგ, შიდაქართლულ გუნდს პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მცველი რიკარდო კოშტა ჩაიბარებს. 

ამის შესახებ სპეციალისტი სოციალურ ქსელში თავად წერს. აღსანიშნავია, რომ 43 წლის სპეციალისტი ბოლოს "პორტოს" 17-წლამდელთა გუნდში მუშაობდა.

ის სხვადასხვა დროს: "ბოავიშტას" სპორტული დირექტორი, "ბელენენსეშის" მთავარი მწვრთნელის ასიატენტი და "პორტოს" 19 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასიატენტი იყო.

რიკარდო კოშტასთვის გორის "დილა" რუი მოტას მსგავსად პირველი პროფესიონალური გუნდი იქნება რომელსაც გაწვრთნის.

კოშტამ 2003/04 წლების სეზონში "პორტოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში კი 22 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ერთი გოლის გატანა შეძლო.